ბესელია:ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ

{{ARTICLEIMAGE}}

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ამ პროცესმა არ მიიღოს პოლიტიკურად დამაზიანებელი სახე ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად მოზომილად და ფრთხილად ვეკიდები ყველა განცხადებას. მე ვარ შეგნებულად მოპასუხის როლში ყველა ჩემი კომენტარის დროს და არა თავდამსხმელის როლში. მიწევს ცაკლეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება.

არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სადმე დაიმალება, რამე მოსარიდებელი აქვს და ვინმე შანტაჟის ენით დაელაპარაკება. მე იმ გუნდთან ერთად ვარ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს დააფუძნა. მე დავარეგისტრირე ეს პოლიტიკური პარტია მანანა კობახიძესა და სხვებთან ერთად.

მე ამ გუნდის და პირველი ოქტომბრის იდეალებს ვიცავ დღესაც ამ პოზიციით და ამ პროცესით. მე ჩემი სახელი და გვარი მაქვს ამ ქვეყანაზე და მთელი ჩემი ცხოვრება არის ბრძოლის ხაზი, ამიტომ ვაკეთებ იმას,რაც არის ბუნებრივად ეკა ბესელია და არავის როლში ვარ. მე ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო – ასე მიმაჩნია, ასე მწამს, ასე მჯერა. ეს არის ჩემი დღევანდელი პოზიცია – ერთი ვიცი – ბრძოლას გავაგრძელებ უსამართლობის წინააღმდეგ”,განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა

ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი



“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)



პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა