ბრედ პიტის და შარლიზ ტერონის რომანის ახალი დეტალები

 

2019 წლის იანვრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა რომ 55 წლის ბრედ პიტი და 43 წლის შარლიზ ტერონი ერთმანეთს ხვდებიან და რომანი აქვთ. სენსაციური ახალი ამბავი მომენტალურად მოედო მსოფლიოს და ნამდვილი ფურორი მოახდინა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მსოფლიო საზოგადოება ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინების პროცესს განიხილავდა დაუსრულებლად, ახლა კი ირკვევა რომ ბრედ პიტს სხვა ქალი უყვარს.

 


ამ დღეებში პიტის და ტერონის რომანის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, მათ ურთიერთსიმპატია სექტემბერში გაუჩნდათ. მსახიობები ერთად მუშაობდნენ Breitling –ის   საათების რეკლამის გადაღებაზე და ერთმანეთს სწორედ გადაღებების დროს დაუახლოვდნენ.  როგორც ინსაიდერები ამტკიცებენ, ისინი აქტიურად ფლირტაობდნენ და საკუთარ გრძნობებს არ მალავდნენ. გამოცემა The Sun –ის ცნობით მათ ოფიციალურად ერთმანეთთან შეხვედრები ერთი თვის წინ,  შობამდე დაიწყეს. დროს ძირითადად  კალიფორნიაში, ლოს– ფელისეში მდებარე ბრედ პიტის სახლში ატარებენ.


როგორც ამბობენ, ბრედ პიტი გეგმავს თავისი რჩეული მალე შვილებს გააცნოს. არც ის არის გამორიცხული ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი პირველად საჯაროდ როგორც წყვილი “ოსკარის“ ცერემონიალზე გამოჩნდნენ.