ბრიტანეთის პრემიერი საყვარელ ქალზე დაინიშნა და შვილს ელოდება

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი და მისი მეგობარი ქალი, კერი საიმონდსი დაინიშნენ და შვილს ელოდებიან. ამის შესახებ წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, წყვილი მოხარულია აცნობოს საზოგადოებას, რომ საიმონდსი ფეხმძიმედ არის.

55 წლის ჯონსონი და 31 წლის საიმონდსი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი წყვილია, რომელიც დაუნინგ სთრითის 10 ნომერში ოფიციალური ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრობს.

გარდა ამისა, ბოლო 173 წლის განმავლობაში ბრიტანეთის პრემიერსა და მის მეუღლეს შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობა არ ყოფილა. კერი საიმონდსი ბორის ჯონსონზე 24 წლით უმცროსია.