Covid - 19

რა გავლენა მოახდინა კარანტინმა ადამიანების ფსიქოლოგიაზე და ჩვევებზე. ექსპერტები გრძელვადიან შედეგებზე საუბრობენ

კარანტინი, სოციალური დისტანცირება, სახლიდან მუშაობა, სუპერმარკეტში ნიღბით სიარული და თავყრილობები ზუმში – ამ ყველაფერმა უკვე მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ჩვეული რიტმი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ცვლილებებისა, რომლებიც ყოველ ქვეყანაში და ყოველ საზოგადოებაშ მოხდება. უკვე ჩატარდა პირველი კვლევები იმის გასარკვევად, როგორ მოქმედებს პანდემია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მეცნიერები ამ საკითხებზე მუშაობას სულ უფრო დიდ დროს უთმობენ. ავსტრალიის ფსიქოლოგთა ასოციაციის...

“ყველგან ხაფანგს დავუგებთ. გაუჭირდება ჩვენთან შებრძოლება.“–ცნობილი ინფექციონისტი კორონავირუსზე

ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ირმა კვიცარიძე, რომელიც ინსბრუკის კლინიკაში მუშაობს, ფეისბუქზე ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელთან, პროფესორ ვაისასთან დიალოგს აქვეყნებს. ცნობილი ინფექციონისტი ექიმის კითხვებზე კორონავირუსთან დაკავშირებით საინტერესო პასუხებს სცემს: “გუშინ ვესაუბრე ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის, ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელს, პროფესორ ვაისს, შეგახსენებთ მან მიიღო პირველი კორონა ვირუსით დაინფიცირებული პაციენტი ავსტრიაში, ყველაზე მეტ კორონა ვირუსით დაავადებულ პაციენტს მან უმკურნალა ავსტრიაში, მისი რეკომენდაციებით...

რატომ არ უნდა დავტოვოთ სადეზინფექციო ხსნარი მანქანაში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) ძირითად  პროფილაქტიკურ ღონისძიებად ხელების ხშირად დაბანას და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებას მიიჩნევს. ამიტომ სადეზინფექციო ხსნარი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში განუყოფელ ნაწილად იქცა. პროფესორი გრეგ ბოისი ამასთან დაკავშირებით, სადეზინფექციო ხსნართან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევა და საზოგადოებას მოუწოდებს რომ არ დატოვონ სადეზინფექცო საშუალებები მანქანაში. ფლორიდის Gold Coast University-ის პროფესორი, გრეგ ბოისი აცხადებს, რომ სადეზინფექციო ხსნარის მანქანაში დატოვება არ შეიძლება,...

ჩინეთი კორონავირუსის პანდემიაზე პასუხისმგებლობას უარყოფს

ჩინეთი ამერიკასა და ავსტრალიას კოვიდ-19-ით პოლიტიკურ მანიპულირებაში ადანაშაულებს. ავსტრალიის მთავრობა აქტიურად ითხოვს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის წარმოშობისა და მასზე რეაგირების თაობაზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს. შეერთბული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ჩინეთს ღიად აკრიტიკებს. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პეინმა კმაყოფილება გამოთქვა იმ რეზოლუციის თაობაზე, რომელიც სამშაბათს იქნა მიღებული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიაზე რეაგირების სიღრმისეულ შეფასებას გულისხმობს. რეზოლუცია დანდაცვის მსოფლიო ასამბლეას...

“პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ ურთულეს და უვერაგეს ვირუსთან აქვთ საქმე“–ზურაბ გურული

ისევ ხელის ცეცებით მიდის წინ მსოფლიო–ასე აფასებს კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ვითარებას აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული. მისი აზრით, მსოფლიო ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას ქაოტურად, იმპულსურად, ყოველგვარი მეცნიერული მიდგომის გარეშე ცდილობს. ამის შესახებ გურული სოციალურ ქსელში წერს: “-მოგვატყუეს, უდიდესი ბლეფი - გაიგონებთ დღეს ხშირად კორონას შესახებ. და ცხადია ამის მთქმელი ყოველთვის არის მედიცინაში...

ევროკავშირის ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებების გამოძიებას მოითხოვენ

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა იხსნება, რომელიც წელს ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. რიგი ქვეყნები დღის წესრიგში კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებების გამოძიების საკითხის შეტანას მოითხოვენ. ასეთი წინადადებით გამოდიან ევროკავშირის ქვეყნები. ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია კი ამ ინიციატივის მხარდაჭერას გეგმავენ. ისინი მოითხოვენ პასუხებს: გაკეთდა თუ არა ყველაფერი, რათა მსოფლიოს Covid19-ის პანდემია აეცილებინა, რომელმაც 4.5 მილიონი ადამიანის დაინფიცირება და 300 ათასზე მეტი...

კორონავირუსიან პაციენტთა მესამედში საშიში ტრომბოზი ჩნდება– მედიკოსები

კორონავირუსით სერიოზულად დაავადებულ პაციენტთა 30%–ს მწვავე ტრომბოზის ნიშნები აქვთ. ასეთ საგანგაშო დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტები ტრომბები, რომლებიც სისხლში ჩნდება შესაძლოა ბევრი სიკვდილის მიზეზი იყოს. ისინი ფილტვების სეროიზული ანთების შედეგად ჩნდება, რაც ვირუსის არსებობაზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა. ამასთან, პაციენტებს მთელ მსოფლიოში ბევრი გართულება აქვთ, რომელსაც ვირუსი იწვევს და რომლებიც შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს. მარტში, როცა კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოში აღმავლობის სტადიაზე იყო,...

“როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობა არ ითხოვს ლოგიკას საკუთარი ექსპერტებისაგან, რჩება “მეექვსე გრძნობისა” და “გონიერი პოლიტიკოსების” ამარა“–ზურაბ გურული

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ამბობს, რომ კორონავირუსის სტატისტიკაში არსებითად მნიშვნელოვანი მონაცემი მძიმე შემთხვევების რაოდენობაა, რის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას არ აქვს. გურული არ ასახელებს ქვეყანას და კონკრეტულ გვარებს, თუმცა საკუთარ სტატუსში ძირითადად  საქართველოს და ქართველ ეპიდემიოლოგებს გულისხმობს: “- არავისი აღარ გვჯერა - აცხადებს აღშფოთებული საზოგადოება. აწი, გადავხედოთ წინა სამი თვის მოსაზრებებს, რომელი ექსპერტი...

პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ოფიციალურად დაამარცხა კორონავირუსი

სლოვენია მზად არის კორონავირუსზე გამარჯვების შესახებ განაცხადოს. მაისის ბოლოსთვის ის პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ოფიციალურად გამოაცხადებს კორონავირუსის პანდემიის დასრულების შესახებ. ბოლო ორი კვირის მანძილზე ქვეყანაში სულ 35 ახალი დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა მთლიანობაში 2 მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 1464 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაიცვალა 103. ქვეყნის პრემიერ მინისტრის, იანეზ იანშის განცხადებით სლოვენიაში ევროპაში საუკეთესო ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. თუმცა სლოვენიის ბალკანელი მეზობლები შესაძლოა ამ...

რატომ არის რუსეთში კორონავირუსით სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად – ინფექციონისტის პასუხი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხს სცემს იმ კითხვას, რომელსაც მსოფლიოს არაერთი მედიასაშუალება და ექსპერტი სვამს: რატომ არის რუსეთში კორონავირუსით სიკვდილობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა რაოდენობა ძალიან მაღალია? “რუსეთში COVID სიკვდილობის მაჩვენებელი არის 0.9%, მაშინ როდესაც აშშ-ში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 6-10%-ს აღწევს. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ქვეყნები კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილობის სტატისტიკის რეგისტრაციის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 16 აპრილს...

პოპულარული სიახლეები

Covid - 19

მსოფლიო