ამბები

წვეულებებში, სასტუმროებსა და მიღებებში თბილისის მერიამ 2019 წელს 1 მლნ დახარჯა

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 2019 წელს 961 498 ლარი შეადგინა. ,,სტუმრების შესახვედრად დარბაზების დაქირავებას, შეხვედრებისა და წვეულებების გასამართად, სასტუმრო სივრცეების დაქირავებას, სტუმრების გამასპინძლებას, საქმიან სადილებსა და სტუმრების სასტუმროში განთავსებას მოიცავს. მერიამ ყველაზე მეტი აჭარა ჯგუფის ობიექტებში (Holiday Inn, Rooms, სტამბა) და შერატონ მეტეხი პალასში დახარჯა. აჭარა ჯგუფის სასტუმროებში სასტუმროს მომსახურებაში, დარბაზის დაქირავებასა და სადილების გამართვაში მერიის ბიუჯეტიდან 2019 წელს...

“თქმა იმისა, რომ რა საჭიროა ექიმი და მკურნალობა, როცა მყავს ღმერთი, არის არასწორი “- მეუფე გრიგოლი

"თქმა იმისა, რომ "რა საჭიროა ექიმი და მკურნალობა, როცა მყავს ღმერთი, არსებობს მღვდელი და შემიძლია ვილოცო", ან კიდევ, "მე არაფერი შემეყრება, რადგან მწამს ღმერთი", არ არის სწორი! ექიმიც და სამკურნალო საშუალებებიც ღვთისგან არის დალოცვილი, რათა ხორციელ სნეულებათაგან დაიცვას ან განკურნოს ადამიანი." - ეს განცხადება ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი კორონავირუსთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც ის ამბობს,  უფლის გამოცდის ნაცვლად, სასულიერო...

ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას- მეუფე გრიგოლი კორონავირუსზე

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ უფლის გამოცდის ნაცვლად, სასულიერო პირები საღ აზრს უნდა მიენდნონ. ,,ქრისტესმიერო ძმებო და დებო, ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას. იმის შიშით, რომ რომელიმე თქვენგანი ვერ გაგვიგებს და, შესაძლოა, ჩვენს განკითხვაშიც ჩავარდეს, გვიჯობს ახლა განგვიკითხონ (თუნდაც უკიდურესად მწვავედაც კი!), ვიდრე შემდეგ მოგვიწიოს ჩვენი არასაკმარისი გონიერების გამო მიღებული მძიმე შედეგების...

რომელი სასტუმროები დაიქირავა მთავრობამ საკარანტინედ და რა უჯდება ადამიანების განთავსება

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინედ სასტუმროების დაქირავება 10.5 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ სასტუმროებთან ხელშეკრულებები გამარტივებული წესით გააფორმა. მაგალითად, ხელშეკრულება გაფორმდა სასტუმრო "ივერია ინ"-თან , თბილისში. 13 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საკარანტინედ 197 ნომერი გამოიყო. კონტრაქტის ღირებულება 1 488 640 ლარია. "ვილა პალასი", ბაკურიანი სახელმწიფოს მიერ 21 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 294...

მეუფე იაკობმა თბილისს ღვთისმშობლის ხატით შემოუფრინა და დალოცა

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისი იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა “დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი. ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე.“– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში,რომელსაც შესაბამისი ფოტოებიც ახლავს თან.

“თუ რწმენა აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო“–გამოხმაურება საპატრიარქოს განცხადებაზე

საპატრიარქოს პოზიციას, რომ საერთო კოვზით ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, თეოლოგების და სასუილერო პირების ნაწილი პასუხობს. მათი განცხადება სოციალურ ქსელში ქვეყნდება. გთავაზობთ განცხადებას სრულად: “ჩვენ, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები, შეძრწუნებულნი ვართ მიმდინარე მოვლენებით, რომელიც მსოფლიო პანდემიით არის გამოწვეული. უკვე ასობით ათასი ადამიანია დაავადებული, ხოლო ათობით ათასმა დატოვა წუთისოფელი. ადამიანური ეგოიზმის საცდურია, რომ რიცხვები, რომლებიც არ წყვეტენ ზრდას, მხოლოდ...

ბრიტანეთის ხელისუფლება პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს ხელფასის 80%–ს გადაუხდის

ბრიტანეთის ხელისუფლება ხელფასის 80%(2500 ფუნტამდე) გადაუხდის კერძო კომპანიების თანამშრომლებს, რომლებსაც ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად მუშაობის შესაძლებლობა აღარ აქვთ. პარასკევს ამის შესახებ ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. მან პირობა დადო, რომ სახელმწიფო დაეხმარება ყველას, ვისაც სამსახურის დაკარგვა ემუქრება. მინისტრის თქმით, პირველად ისტორიაში ხელისუფლება ბიზნესის ნაცვლად გადაუხდის ხელფასს ადამიანებს. ეს ზომა მთავრობის აზრით კომპანიებს საშუალებას მისცემს არ გაათავისუფლონ თანამშრომლები, თუნდაც მათ...

ნახეთ ყველა შეზღუდვა, აკრძალვა და რეგულაცია, რომელიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით შემოიღო

საქართველოს მთავრობამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ყველა ის ზომა, შეზღუდვა თუ რეგულაციაა ჩამოთვლილი, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს ხელისუფლებამ შემოიღო. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად: “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ინტენსიურად მუშაობს და, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად, ახორციელებს საკუთარ სამოქმედო...

პოპულარული სიახლეები

Covid - 19

მსოფლიო