COVID-19-ით დღეს გარდაცვლილი პაციენტი 54 წლის კაცია – კლინიკის განცხადება

“20 სექტემბერს 15:45 საათზე შეიყვანეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით — სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში”, — აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდის უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვისა უკმარისობა და გულის უკმარისობა.

მათივე ცნობით, კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღეს კორონავირუსის 265 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი. სულ კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 759 უკვე გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.