COVID-19-ით ქვეყანაში 1678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში 1 678 ექიმია კორონავირუსით ინფიცირებული.

“1 678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, საერთო ინფიცირებულთა 5,2%. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ ოჯახურ პირობებშიც, რადგან გვაქ ინტენსიური შიდა გავრცელება ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა ინფექციის კონტროლს სამედიცინო დაწესებულებებში ყურადღება უფრო და უფრო უნდა ექცეოდეს, რათა დავიცვათ სამედიცინო პერსონალი”, – ამბობს გამყრელიძე ფეისბუქ ლაივში.

კორონავირუსით საქართველოში 1 ექიმი 2 დღის წინ, 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 23 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 262.

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა.