“ხელისუფლება COVID 19-ის გაზრდილი რიცხვებით თამაშობს, მიზანი ხალხის დაშინებაა”- ჯაფარიძე

“ხელისუფლება COVID 19-ის გაზრდილი რიცხვებით თამაშობს, მიზანი ხალხის დაშინებაა”- ამის შესახებ,გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია  “ფორმულას” ეთერში, გადაცემა კომენტარში განაცხადა.

კორონავირუსის გამოვლებისრიცხვები დაბალი იყო გაზაფხულზე და ცდილობდნენ, მაქსიმალურად დაბალი ეჩვენებინათ და კამპანია ჩაეტარებინათ იმაზე, რომ ჩვენ ვართ მსხნელები და გმირები და საუკეთესო სტატისტიკა გვაქვს დედამიწაზე, საუკეთესო განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ვჯობივართ, ისე მაგრად მოვერიეთ ამ კორონას. ამ ქვეყანაში, ჩემდა სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომელიც ამ მთავრობას უყურებს, რომელიც რასაც კი შეეხო, ყველაფერი გააფუჭა და არაფერი არ გამოსვლიათ, დაიჯერა, რომ რესპირატორული ვირუსი, რომელიც ჰაერში დაფრინავს, ამის გაკავებაში არიან მაგრები და ამაზე ქულები დაიწერეს. ახლა პირიქით, შეტრიალებული აქვთ ფირფიტა.

მათ ინტერესშია გაზრდილი რიცხვები, რომ მაქსიმალურად შეაშინონ მოქალაქეები, რომ რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის მოქალაქე გამოვიდეს არჩევნებზე. ისინი თავიანთი ხმების, ადამიანური რესურსის მობილიზებას ნებისმიერ შემთხვევაში მოახერხებენ, იმიტომ, რომ არმიასავით ჰყავთ, ზოგს აშინებენ და ზოგს ყიდულობენ.  ხოლო ოპოზიციურ ფლანგის რაც უფრო ნაკლები მხარდამჭერი მოვა არჩევნებზე, მით უფრო მაღალი იქნება მათი პროცენტი”, – თქვა გირჩის ლიდერმა.