Covid19- ვითარება მსოფლიოში. ჯანმო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 30 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1 მილიონს უახლოვდება.

სიტუაცია კვლავ რთულია ინდოეთში, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ეს არის მსოფლიოში მეორე მაჩვენებელი აშშ–ს შემდეგ. გარდაცვლილია 82 ათას ადამიანზე მეტი, რაც აშშ–ს და ბრაზილიის შემდეგ მესამე მაჩვენებელია. ბოლ ორი კვირის განმავლობაში ვირუსი დღეში საშუალოდ 100 ათას ადამიანს უდასტურდება.

ინდოეთის სტატისტიკის ზრდა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ხდება. ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ეკონომიკის გაცოცხლებისთვის აუცილებელია. ჯერჯერობით დახურული რჩება მხოლოდ სკოლები, კოლეჯები და კინოთეატრები.

ჯანმო–ს სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ნაარო მსოფლიოში არსებულ სიტუაციას შემზარავს უწოდებს და გვაფრთხილებს, რომ ეს პანდემიის მხოლოდ დასაწყისია. მისი თქმით საფრთხე იმაშია, რომ ვირუსის გავრცელება პლანეტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნაწილებში დაჩქარდა. მაგალითად, ინდოეთში დაინფიცირებული 5 მილიონიდან ერთი მილიონი ბოლო 11 დღის განმავლობაში დაინფიცირდა.

ვითარება ევროპაში

ჯანმოს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაიკლ რაიანი აცხადებს, რომ დროა ევროპელმა ლიდერებმა უკეთესის იმედით ცხოვრება შეწყვიტონ და მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღონ მოახლოებული ზამთრის დროს მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დასაცავად.

ამ დღეებში დანიამ კვლავ შემოიღო გარკვეული შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო. კერძოდ, შემცირდა ბარების და რესტორნების მუშაობის საათები.

საფრანგეთში 81 სკოლა დაიხურა მას შემდეგ, რაც სასწავლო წლის დასაწყისიდან 28 სასწავლო დაწესებულებაში ბავშვებს შორის კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. გაუქმდა 2000–ზე მეტი კლასგარეშე  და ინდივიდუალური მეცადინეობა.

მთლიანობაში ქვეყანაში აგვისტოდან მოყოლებული დაინფიცირების სტატისტიკის მკვეთრი ზრდაა. კვირას ახალ დაავადებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა 10 ათასს გადააჭარბა. ბორდოს და მარსელის ხელისუფლებებმა საკარანტინო ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს.

საფრანგეთი ევროპაში მეთორმეტე ადგილზეა ინფიცირებულების რაოდენობით – 440 000 ინფიცირებული და 31 ათასზე მეტი გარდაცვლილი.

ახალი სადღეღამისო ანტირეკორდები მყარდება ჩეხეთში, სადაც ერთ დღეში დაინფიცირებულთა მაჩვენებელი 2 ათასს უახლოვდება. მკვეთრად იზრდება ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვი, ასევე დაავადებულთა რაოდენობა, ვისაც ინტენსიური თერაპია სჭირდება. გაიზარდა სიკვდილიანობის სტატისტიკაც. ხელისუფლების შეფასებით ჩეხეთში სიტუაცია მარტი–აპრილის მაჩვენებლებს უახლოვდება.

გასულ კვირას ქვეყანაში რიგი შემზღუდავი ზომები შემოიღეს. თუმცა ჩეხი მედიკოსები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯის შედეგები მხოლოდ 2–3 კვირის შემდეგ გახდება საგრძნობი, მანამდე კი  სიტუაცია გართულდება.

სიტუაცია მსოფლიოში

 

დაინფიცირებულთა რაოდენობის მკაფიო ზრდა ფიქსირდება კვლავ ლათინურ ამერიკაში. მხოლოდ რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში მოხერხდა ბოლო დროს სიტუაციის დასტაბილურება.

კონტინენტის ხუთი ქვეყანა მსოფლიოს ათეულში შედის დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით. ესენია – ბრაზილია, პერუ, კოლუმბია, მექსიკა და არგენტინა.

ავსტრალია შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნას გეგმავს ქვეყნის მთელ რიგ რაიონებშ,ი, მათ შორის დედაქალაქ მელბურნში, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიის ეპიცენტრად ითვლებოდა. თუმცა ბოლო ორ კვირაში იქ ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 50–ს არ გადასცილებია. ავსტრალიის ხელისუფლების აზრით, ეს ოპტიმალური მაჩვენებელია კარანტინის შესამსუბუქებლად.

თუ მშობელს ურჩევნია, ბავშვმა დისტანციურად ისწავლოს, ამას უზრუნველვყოფთ – ჩხენკელი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, თუ მშობელს ურჩევნია მოსწავლემ სწავლა გააგრძელოს დისტანციურ ფორმატში, ამას...

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 26-ე პაციენტზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით,...

1 ოქტომბრიდან 1-6 კლასის მოსწავლეები ოთხ ქალაქში სწავლას საკლასო ოთახში გააგრძელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, 1 ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეთა...

საქართველოში კორონავირუსისგან 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ამის შესახებ...

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალიდან აჭარაში ახალი რეგულაციები წესდება. გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი,...

გაიზრდება თუ არა პურის ფასი – პურის მცხობელთა ასოციაციის განმარტება

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ პურზე ფასის ზრდა არ იგეგმება, თუმცა...

დაშინება, შანტაჟი, ძალადობა – ომბუდსმენი წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს და ამბობს, რომ დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები,...

შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი – სუპერვასკვლავი – სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი ენმ-სა და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატების სიაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.  მისი თქმით, "ამდენი...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო