Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 280 მილიონამდე ადამიანი

მსოფლიოში Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 280 მილიონამდე ადამიანია აცრილი. ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.5 მილიონამდე ადამიანს  უტარდება.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ვაქცინაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა, აცრილია 82.5 მილიონი ადამიანი. აშშ-ს მოჰყვება, ჩინეთი 52.5 მილიონი ვაქცინირებული ადამიანით. ევროკავშირში კი საერთო ჯამში 37 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია.

ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად ისრაელში მიმდინარეობს, სადაც 8.4 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 93 ვაქცინირებულს ნიშნავს.

საქართველოში, ვაქცინაცია კი ამ დრომდე არ დაწყებულა, თუმცა თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში წინასწარი ინფორმაციით 22 მარტის კვირაში ჩამოვა, შემდეგ კი “ასტრაზენეკას” ვაქცინა შემოვა.