COVID19-ის პრევენციის მიზნით ჩრდილოეთ კორეაში კატებს და მტრედებს დახოცავენ

ჩრდილოეთ კორეაში, Covid19-ის პრევენციის მიზნით, მტრედებსა და კატებს დახოცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს. შესაბამისი ბრძანება კიმ ჩენ ინმა უკვე გამოსცა, მას მიაჩნია რომ კატებსა და მტრედებს ჩინეთიდან კორონავირუსის შეტანა შეუძლიათ, რადგან კატები თაგვებს ჭამენ ხოლო თაგვები შესაძლოა ვირუსის მატარებლები იყვნენ.

ჩრდილოეთ კორეა ირწმუნება, რომ მათ კორონავირუსის  არცერთი დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში არ აქვთ