"ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანპორტით, ყველა არის ბედნიერი და გახარებული"-კალაძე
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას ახალი ავტობუსების შემოყვანა მიულოცა. პირდაპირ ჩართვაში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, კალაძე ამბობს, რომ ესაუბრა მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ და "ყველა არის ბედნიერი და გახარებული".

"მე მიხარია ის, რომ მგზავრები, მოსახლეობა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით არის ბედნიერი, არის გახარებული. იმიტომ, რომ აქ გადადგილდებოდა ყვითელი ავტობუსები, რომლის მდგომარეობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით... გილოცავთ ყველას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ.", -  განაცხადა დედაქალაქის მერმა.
Print
ბოლო სიახლეები