"მირჩევნია მერქვას მკვლელი, ვიდრე ქალთან ძალადობაში ვიყო ეჭვმიტანილი" - ჯიშკარიანი

 

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანი დანაშაულს უარყოფს და ამბობს:

„მე მიგალობია,  ჩოხა მცმია და მიგალობია, მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა,  მე მირჩევნია მერქვას მკვლელი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში“.-განაცხადა ჯიშკარიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო საკრებულოს წევრის, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 11 ოქტომბერს იმსჯელებს. პროცესი 12:30 საათზეა ჩანიშნული. ჯიშკარიანს ბრალი ედება თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში.

 

Print
ბოლო სიახლეები