„კაი ბიჭის ლაპარაკზე არ იღიმიან“ - გლდანში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მიზეზი ცნობილია
სისხლიანი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის - დაჭრილია ორი პირი. შემთხვევა გლდანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მოხდა. მომხდარ დაპირისპირებაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ვერსია ვრცელდება. დაშავებულის დედის განცხადებით, ორი მეგობარი სტუმრობდა სხვა მეგობარს, როცა მათთან უცნობი პირები მივიდნენ და მოუვიდათ შელაპარაკება. ერთ-ერთი ვერსიით, ავტოფარეხის მფლობელს, რომელთანაც ახალგაზრდები სტუმრად იმყოფებოდნენ, ინციდენტზე დაკავებულ პირთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა.

დაჭრილი ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის დედის განმარტებით, ჩბუბის მიზეზი ღიმილი გახდა.მძიმედ დაჭრილი 20 წლის თორნიკე პაპავას დედა დაპირისპირების დეტალებს მისი შვილის მეგობრის მონაყოლისგან იცნობს, რომელიც საქმის მთავარი მოწმეა.


"როგორ მელაპარაკებიო, არ გვინდა ახლა ასეთი დაძაბული საუბარიო ამ რაიონში ვცხოვრობთო, უცხოები არ ვართო, და შენ საერთოდ ვინ ხარ ლაპარაკში რო ერევიო, ჩემს შვილს გაუღიმია და კაი ბიჭის ლაპარაკზე არ იღიმებიანო, გამოდიო და გამოსვლა და დანის დარტყმა ერთი იყო."- აცხადებს ერთ-ერთი დაჭრილის თვითმხილველი დედა.
ასევე გამოკითხულია, ილია ხინჩაგაშვილის დედაც, რომელმაც დეტალების გასაჯაროებისთვის პოლიციას მიმართა. დედის განმარტებით, ის მის შვილთან არავის უშვებს, აღნიშნავს იმ ფაქტსაც რომ დაჭრის შემდეგ მის შვილთან სატელფონო ზარები არ წყდებოდა დაკავებულის ოჯახებიდან და ისინი ილია ხინჩაგაშვილს შეხვედრას სთოხვნდენ.

ორი დაშავებულიდან ერთ-ერთი, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მეორე დაჭრილს, ამ დრომდე კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში რჩება.

გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.







Print
მსგავსი სიახლე
19:39 / 17.11.2019
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ  ქსელში არხის თანამშრომლებს ამხნევებს. 


"მოკლედ, მე არ ვიცი, ეს ჩემი ბიჭები და გოგოები ან ამდენ ენერგიას სად პოულობენ, ან ამდენ პროფესიონალიზმს, ან ამდენ თავდადებას, ან ამდენ გამბედაობას და უშიშრობას, ან ამდენ რწმენას და ფასეულობით ერთგულებას. მოხარშულს ვიცნობ თითოეულს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, პოულობენ და ყოველ ჯერზე თავის თავს კიდევ უფრო მეტად ახტებიან და კიდევ უფრო მეტად მანცვიფრებენ მეც და მაყურებელსაც. არ ვიცი, მარგამ ამ ორთვიან არხს საუკეთესოდ და ნიუსის მთავარ წყაროდ რომ აქცევენ, ისიც ფაქტია.

დიახ, საუკეთესოებს არ სჭირდებათ ათეულობით წლები, გადართვა-გადმორთვის ჩვევა და მილიონიანი სერიალები იმის დასამტკიცებლად, რომ ყველას ჯობიან. არც უძვირესი ტექნიკა და ინვენტარი, არც უდიდესი სტუდიები. დიახ, დიახ, დაიხ. და მთავარი დიახ - ივანიშვილის კაპიტულაციას ჩავიბარებთ ჩვენ. და ეს არის მთავარი "დიახ"!

მთავარი არხი • Mtavari Arkhi მიყვარხართ და მეამაყებით. ქვეყნის ისტორიას წერთ და მოგვიანებით, როცა ამას მიხვდებით, ცოტა შეგეშინდებათ, მაგრამ მიხვდებით მთავარს - ცხოვრება შედგა ''- წერს ნიკა გვარამია სოციალიალურ ქსელში.
ბოლო სიახლეები