წილკნის მთავარესპიკოპოსი "მამათმავლობაში" ამხილეს - სკანდალური განცხადება
მამა გიორგი სხილაძე წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს "მამათმავლობაში" ადანაშაულებს.


სხილაძის განცხადებით, 1988 წელს, როცა ზოსიმე სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი იყო, სტუდენტები აუჯანყდნენ, რადგან იგი მხილებული იყო მათ მიმართ სექსუალურ შევიწროებაში.

"1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი _ ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტ კახა კალაძეს სოდომურად ,,თავს დაესხა“ ,,სვეტიცხოვლის" რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. პატრიარქმა ილიამ ისინი, ,,თავდასხმის“ ობიექტის ჩათვლით, თავისთან დაბარება-გამოკითხვის გარეშე, სასწავლებლიდან გარიცხა; ცნობილი ჰომოსექსუალი კი, ვინც სტუდენტებთან ,,დედლობდა“, გარკვეული ხნის შემდეგ, ორჯერ დააწინაურა და დღემდე, წილკნელ მიტროპოლიტად ირიცხება სინოდში... მოვითხოვ, დაიკითხონ ის ყოფილი სტუდენტები (მათ შორის, ამ კომენტარის ავტორიც)!

ჩატარდეს ამ ხელწერილის ექსპერტიზა; ეკუთვნის თუ არა ის მიტროპოლიტ ზოსიმეს! თუკი ნაყალბევია, მზად ვარ, პასუხი ვაგო ცილისწამებისათვის! ეს ხელწერილი ჩემს თვალწინ დაწერა, ჩემივე თხოვნით, ამ ცრუმღვდელმთავარმა"-წერს სოციალურ ქსელში მამა გიორგი სხილაძე.


"ხელწერილი დაიწერა რექტორის კაბინეტში, სადაც ვიმყოფებოდით მხოლოდ სტუდენტები. ამას დაადასტურებს იმჟამინდელი ყველა სტუდენტი; მათ შორის, დეკანოზი ზაქარია ფერაძეც, ვინც კვიპროსში ცხოვრობს.

ამ ხნის მანძილზე, როცა პეტრე ცაავა ჯერ კიდევ პატრიარქს აქებ-ადიდებდა, არაერთხელ დავსვი ეს საკითხი, სადაც ხელი მიმიწვდებოდა... ეს ხელწერილიც არაერთხელ გომოვაქვეყნე. ბოლოს, 2006წ-ს, წერილითა და თხოვნით მივმართე ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს, გამოძიებულიყო ეს" - აღნიშნავს პოსტის კომენტარში მამა გიორგი სხილაძე.

Print
ბოლო სიახლეები