რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა (ვიდეო)
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძე პარლამენტში ხინკლის ყუთებით მივიდა. ყუთებს აკრავს წარწერა: "თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან".

"დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე", — განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რომან გოცირიძემ მოქმედი მთავარი პროკურორისა და უზენაესის კანდიდატის, შალვა თადუმაძის კურსელებს სთხოვა, გამოჩენილიყვნენ და ის მათ ხინკალზე დაპატიჟებდა
Print
ბოლო სიახლეები