“ამაყი ვარ, რომ მუქარის ფონზე, კინოთეატრებმა არ გააუქმა ჩვენება“–ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი
ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი პრემიერასთან და აგრესიული ჯგუფების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ინსტაგრამზე წერს:

„ძალიან ამაყი ვარ, რომ მუქარის ფონზე, არც ერთმა კინოთეატრმა, არ გააუქმა და არ გადადო კინოჩვენება და ამით სოლიდარობა გამოხატა. როგორც იქნა, ქართულმა აუდიტორიამ ფილმი იხილა! ეს ბრძოლა ჯერ კიდევ შორსაა დასასრულისგან და ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ იმ მამაცი მაყურებლებით, რომლებიც არ შეშინებულან და არ მიუტოვებიათ ფილმის ყურება“,- წერს აკინი.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში გუშინ რადიკალური ჯგუფების პროტესტის ფონზე გაიმართა. ლევან ვასაძის ჯგუფი და ქართული მარში ფილმის პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, თუმცა საბოლოოდ ვერ ჩაშალეს. კინოთეატრ ამირანთან და ბათუმის კინოთეატრ აპოლოსთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაკავებულია 28 ადამიანი. დაშავებულები არიან პოლიციელები.
Print
მსგავსი სიახლე
19:39 / 17.11.2019
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ  ქსელში არხის თანამშრომლებს ამხნევებს. 


"მოკლედ, მე არ ვიცი, ეს ჩემი ბიჭები და გოგოები ან ამდენ ენერგიას სად პოულობენ, ან ამდენ პროფესიონალიზმს, ან ამდენ თავდადებას, ან ამდენ გამბედაობას და უშიშრობას, ან ამდენ რწმენას და ფასეულობით ერთგულებას. მოხარშულს ვიცნობ თითოეულს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, პოულობენ და ყოველ ჯერზე თავის თავს კიდევ უფრო მეტად ახტებიან და კიდევ უფრო მეტად მანცვიფრებენ მეც და მაყურებელსაც. არ ვიცი, მარგამ ამ ორთვიან არხს საუკეთესოდ და ნიუსის მთავარ წყაროდ რომ აქცევენ, ისიც ფაქტია.

დიახ, საუკეთესოებს არ სჭირდებათ ათეულობით წლები, გადართვა-გადმორთვის ჩვევა და მილიონიანი სერიალები იმის დასამტკიცებლად, რომ ყველას ჯობიან. არც უძვირესი ტექნიკა და ინვენტარი, არც უდიდესი სტუდიები. დიახ, დიახ, დაიხ. და მთავარი დიახ - ივანიშვილის კაპიტულაციას ჩავიბარებთ ჩვენ. და ეს არის მთავარი "დიახ"!

მთავარი არხი • Mtavari Arkhi მიყვარხართ და მეამაყებით. ქვეყნის ისტორიას წერთ და მოგვიანებით, როცა ამას მიხვდებით, ცოტა შეგეშინდებათ, მაგრამ მიხვდებით მთავარს - ცხოვრება შედგა ''- წერს ნიკა გვარამია სოციალიალურ ქსელში.
ბოლო სიახლეები