'შსს შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას" - კახა საბანაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე
სამინისტრო დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ ამავე დროს თითოეულ კანონდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება იქნება, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის წევრები კვერცხებით არიან მობილიზებულები.

„შსს შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას, რაც მართლწესრიგის დაცვას გულისხმობს, რა თქმა უნდა, სამინისტრო დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ ამავე დროს თითოეულ კანონდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება იქნება. სამინისტრო ყოველთვის მზად არის გამოწვევების გადალახვისთვის", - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

Print
ბოლო სიახლეები