აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს


"გადავწყვიტე რომ უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა "ქართული ოცნების" პოლისაბჭოსთვის უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით"- ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

"მე ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება პრევენციას გაუკეთებს შემდგომ გაღმავებას საზოგადოებაში პოლარიზაციის არ შესძენს შეუქცევად ხასიათს და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვის ნიშნებს.

მივმართავ ქართული ოცნების იმ წევრებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს  პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წელსვე, რომ რეფერენდუმამდე თუ პლებისციტამდე  დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ ქვეყნისთვის სასურველი შედეგისთვის მისაღწევად,  ყველა უნდა შევთანხმდეთ შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედეის სახელმძღვანელო ყველა ჩვენგანისთვის"-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
Print
ბოლო სიახლეები