თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, პროცესები დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით-კახა ოქრიაშვილი
"თუ ეს ასე გაგრძელდა მომავალში, ვფიქრობ, რომ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა  პარლამენტში შესვლამდე განუცხადა.

ოქრიაშვილის თქმით, ის პასუხისმგებლობას მხოლოდ  საკუთარ ქმედებებზე იღებს.

„მე ვარ დეპუტატი, მე არ ვარ შსს-ს წარმომადგენელი. ეს კითხვა უნდა დაუსვათ შსს-ს წარმომადგენელს, რატომ მოხდა აქციის დაშლა.

მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, ასევე საპრეზიდენტო მმართველობას. ეს არის ჩემი ჩამოყალიბებული ხედვა და მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ხედვებზე,“ - აღნიშნა ოქრიაშვილმა.






Print
ბოლო სიახლეები