"სირცხვილიას" აქტივისტებსა და „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
„ქართული ოცნების“ ოფისთან „სირცხვილიას“ წევრებსა და „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმოამდგენლებს შორის  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

სიტუაცია ოფისთან ამ წუთებშიც დაძაბულია.

აქციაზე „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეძახილებით მივიდნენ და "სირცხვილიას" წევრებს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საპატრულო პოლიცია ამ დრომდე ცდილობს ვითარების განმუხტვას.თუმცა მიუხედავად აგრესიული ქმედებებისა პოლიციას "ოცნების" აქტივისტები არ დაუკავებია.
Print
ბოლო სიახლეები