დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის რამდენიმე მკვიდრს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მისცა
ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული ახალგორის გასასვლელში მდებარე ე. წ. გამშვები პუნქტის გავლით დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაბაში მცხოვრებმა 80 წელს მიღწეულმა ქალმა დატოვა.

ოლია თიბილოვს, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია, თუმცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისით სარგებლობის უფლება აქამდე არ ეძლეოდა, დღეს დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული დაბიდან გადაადგილების საშუალება მისცეს.

თიბილოვი ე. წ. გამშვებ პუნქტზე ფეხით გადმოვიდა, სადაც სასწრაფო დახმარების ჯგუფი ელოდებოდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს ოფიციალურად ჯერ არ გაუხსნიათ, თუმცა დღეს ოლია თიბილოვმა და ახალგორში მცხოვრებმა კიდევ ორმა მოქალაქემ შეძლო ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა.
Print
ბოლო სიახლეები