ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია ექიმის გათავისუფლების შესახებ „ფეიკნიუსია“
ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი არ ადასტურებს ინფორმაციას საოკუპაციო ძალების მიერ ექიმის გათავისუფლების შესახებ. როგორც ექიმის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ტყუილია, უკვე დავწერეთ ჩვენს „ფეისბუქგვერდზე, რომ ეს არის „ფეიკნიუსი“- განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ასევე არ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

შეგახსენებთ, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
Print
ბოლო სიახლეები