20/30 იანელებმა კახა კალაძე ფეისბუქ ლაივისას დატროლეს (ვიდეო)
მოძრაობა “20/30–იანელებმა“, რომელიც გასულ კვირას გამოჩნდა და ხელმოწერებს აგროვებს ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე საახალწლო მორთულობის დამონტაჟების პროცესში ვიდეო ჩართვა გააკეთა. ისინი “აღფრთოვანებას გამოხატავდნენ“ გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო. სიახლოვეს მდგარი ქალაქის მერი, მას შემდეგ, რაც საკუთარი ვიდეოსელფის ჩაწერას მორჩა, ახალგაზრდების ვიდეოჩართვას შეუერთდა, რომლის დროსაც ერთ–ერთმა ახალგაზრდამ სამი თითის კომბინაცია გამოიყენა. 





20/30–იანელების ფეისბუქ გვერდზე ბიძინა ივანიშვილს მადლობასაც უხდიან იმის გამო, რომ თბილისს ასეთი კარგი მერი აჩუქა:


“სრულიად 20/30-იანელების სახელით გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილი • Bidzina Ivanishvili-ს იმისთვის, რომ თბილისს ასეთი შესანიშნავი მერი - Kakha Kaladze აჩუქა.

რომ არა ეს ადამიანები, ჩვენ ვერასდროს შევიგრძნობდით იტალიურ საახალწლო განწყობას და არც თეთრი ტაქსებით გადაადგილების საშუალება გვექნებოდა.

დიდი მადლობა ბატონ კახის რომ გამოიჩინა გულისხმიერება და ჩვენს ლაივ-ვიდეოსაც შემოუერთდა!! 

ერის მამა თქვენით ამაყობს ბატონო კახი!!!“– წერია 20/30–იანელების გვერდზე.

მოძრაობა სავარაუდოდ გირჩის ერთ–ერთი პროექტია.

20/20–იანელების ვიდეოში ჩართვამდე კი კახა კალაძემ კი დღეს საღამოს რუსთაველის გამზირიდან საკუთარი ფეისბუქ ჩართვა გააკეთა, რომელშიც თბილისელებს ქალაქის საახალწლო მორთულობაზე ესაუბრა:

Print
ბოლო სიახლეები