"ჩვენი ამოცანაა ვამშობიაროთ "ქართული ოცნება" და მივაღებინოთ კანონი" - გიგი უგულავა
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის მეორე რაუნდის წინ ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ეცდება ხელისუფლება დათმობებზე წამოიყვანოს:

" ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ   ამ წვალებაში, ვიხმარ სოკრატეს სიტყვას, ვამშობიაროთ "ქართული ოცნება" და მიიღოს ის კანონი, რომელიც გამოსავალია და რომელსაც ჩვენ ეუთო–ოდირს გავუგზავნით. ამას თუ არ მიიღებს, პროტესტი არ გაჩერდება, პროტესტი გაგრძელდება. ჩვენ მაგიდას არასდროს არ ავაყირავებთ, იმიტომ, რომ ივანიშვილმა გადააგდო ჩვენი მოქალაქეები და თუ ამ სპირალში შესული, კიდევ იჯიუტებს, გამოვა, რომ გადააგდებს უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს სასტუმრო შერატონში 18 საათზე დაიწყება. ოპოზიცია კვლავ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს ითხოვს, რომელზეც ხელისუფლება აცხადებს რომ არაკონსტიტუციურია. პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს სასტუმრო ბილტმორში უშედეგოდ დასრულდა. მეორე შეხვედრაზე მცირედით შეიცვალა დამსწრეთა შემადგენლობა. შეხვედრას აღარ დაესწრება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ოპოზიციის მხრიდან კი ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჩაერთო.

შეხვედრები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთაშორისო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით და მონაწილეობით იმართება.





Print
ბოლო სიახლეები