დააკავეს 36 წლის მამაკაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლე ნაჯახით მოკლა
პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სურამში, სოფელ ბუღაურაში ყოფილი მეუღლე ნაჯახით მოკლა. ბრალდებული 36 წლის ლევან ლომიძეა.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print
ბოლო სიახლეები