ერთპიროვნული მმართველი არც არასდროს ვყოფილვარ- სააკაშვილი გიორგი გაბუნიას პასუხობს
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მთავარი არხის ტელე-წამყვანს , გიორგი გაბუნიას უპასუხა, რომელმაც გადაცემაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს ვეღარ მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად.

სააკაშვილის თქმით, ის არასდროს ყოფილა ერთპიროვნული მმართველი და თუნდაც ნიჭიერ ჟურნალისტს არ აქვს უფლება, ხალხს თავისი აზრი მოახვიოს.

,,ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა მიხვდეს რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი ან სხვა ცალკე აღებული ცნობადი სახე. თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი. მას აქვს უფლება გამოთქვას ყველანაირი აზრი და ხალხს ზუსტად ასევე აქვს უფლება ეს აზრი გაატაროს. Edison research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში-ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ როდესმე ვიყო. და დაიმახსოვრეთ-ხალხის ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ. That’s how f-n democracy functions stupid! და ისე გილოცავთ ნათლისღებას!"- წერს საკუთარ ,,ფეისბუქზე" საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
Print
ბოლო სიახლეები