კლუბ ,,ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა
კლუბ ,,ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი დაუმძიმდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩაჩხიანს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინა. 

„მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება“- აცხადებს პროკურატურა.

ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს კლუბ ,,ბასიანთან" 3 ადამიანი დაჭრა.
Print
ბოლო სიახლეები