თუ ევროპელები ხართ, აღიარეთ, რომ ივანიშვილმა პროპორციული ჩააგდო- ევროპარლამენტარი ქართულ დელეგაციას
,,ამბობდა თუ არა ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ"- ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მიჰაელ გალერიმ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას.

მისი თქმით, საქართველოს ურყევი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ამას თან უნდა ახლდეს მთავრობის მხრიდან ვალდებულებების შესრულება.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ყოველთვის ურყევი მხარდაჭერა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა თქვენს ვალდებულებების შესრულებასთან ერთად უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, დღეს ცდილობთ შემოგვასაღოთ საარჩევნო სისტემის ჩავარდნა, როგორც შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი დონე „ქართულ ოცნებაში“. როგორც ცნობილია რამდენიმე წევრმა „ქართული ოცნება“ დატოვა"- აცხადებს გალერი.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ქეთევან ციხელაშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ესწრებოდნენ.
Print
ბოლო სიახლეები