ბინაში, სადაც მამა-შვილი გარდაიცვალა, წყლის გამაცხელებელში ჩიტის ბუდე იპოვეს
რუსთავში ორი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით კრიმინალისტებმა წყლის გამაცხელებელი დაშალეს და გამწოვ მილში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით სწორედ ჩიტის ბუდემ გამოიწვია ბინაში CO-ს დაგროვება.

ყოფილი პოლიტპატიმარი, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე გურამ გოგბაიძე და მისი ვაჟი, დღეს დილას საცხოვრებელ ბინაში. გარდაცვლილები ნახეს.

ცხედრები ამჟამად სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ქვემო ქართლის ბიუროშია გადასვენებული.

რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მამა-შვილი გარდაიცვალა
Print
ბოლო სიახლეები