ეს სილა, ეს დარტყმა 20-ვე ქალის დარტყმაა- საკრებულოს დამლაგებლები ხაბეიშვილს სოლიდარობას უცხადებენ
,,ჩვენ გამო ბატონი ლევანი არ უნდა დასჯილიყო, ეს სილა, ეს დარტყმა 20-ვე ქალის დარტყმაა და ამას არავინ არ აპატიებს"- განაცხადეს საკრებულოს დამლაგებლებმა  და ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად საკრებულოსთან მივიდნენ.

მათი თქმით, ხაბეიშვილმა ტელეკომპანია ,,კავკასიის" ეთერში გააჟღერა მათი პრობლემა. ხაბეიშვილის განცხადება კი   ფიზიკური თავდასხმის მიზეზი გახდა.

,,ჩვენ ვითხოვდით, რომ გაეზარდათ ხელფასები, 196 ლარს ვიღებთ, დაგვპირდნენ რომ მოგვიმატებდნენ, მაგრამ ახალმა კომპანიამაც იგივე ხელფასი მოგვცა. ამის შემდეგ 20-ვე დამლაგებელი ქალი შევედით ლევანთან და ვთხოვეთ დახმარება და ახლა მივიღეთ ის, რაც მივიღეთ",- აცხადებს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დამლაგებელი.

ისინი საკრებულოს წინ მას შემდეგ შეიკრიბენენ, რაც ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა ,,ქართული ოცნების" საკრებულოს წევრებმა კომისიის სხდომაზე მიაყენეს.
Print
ბოლო სიახლეები