მოსკოვში ჩინეთის 7 მოქალაქე სავარაუდოდ კორონავირუსის სიმპტომებით არის ჰოსპიტალიზებული
მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის შვიდი მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, მწვავე რესპირატორული ვირუსის სიმპტომების მქონე პირები რუსეთის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვოიკოვსკის რაიონის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. ჩინეთის შვიდ მოქალაქეს მაღალი სიცხე ჰქონდა. 

როგორც გამოცემაშია არნიშნული, ისინი 20-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ, რომელიც მოსკოვში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

ამჟამად შვიდივე პირი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსით უკვე 41 ადამიანია გარდაცვლილი, 1300-ზე მეტი კი, დაავადებულია.
Print
ბოლო სიახლეები