საფრანგეთში ავტოავარიას 28 წლის ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი ემსხვერპლა
საფრანგეთში 28 წლის ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა. ფრანგული გამოცემის, Ladepeche-ს ინფორმაციით, მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარება მალევე მივიდა, თუმცა ბურდიაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ის სპორტულ კლუბ ,,გროლეტუაში" თამაშობდა. კლუბი ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ბურდიაშვილის ფოტოს აქვეყნებს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. 



Print
ბოლო სიახლეები