შესაძლებელია ჩინეთიდან პირდაპირი რეისების შეზღუდვის საჭიროება დადგეს- თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი.

მისივე თქმით, შესაძლოა გაიცეს მოგზაურობის შეზღუდვის რეკომენდაციაც.

,,ვირუსის გადაცემის შემთხვევები ჩინეთში გაიზარდა და 2000 მიაღწია. რა თქმა უნდა, ჩინეთი ძალიან მკაცრ რეაგირების მექანიზმებს იყენებს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტად მკაცრი იქნება ჩინეთი, მით უფრო დაცულია სხვა ყველა ქვეყანა. ჩვენ რაც შეგვეხება, პირველი რეკომენდაცია, რასაც ხვალ განვიხილავთ იქნება მოგზაურობის შეზღუდვა, ამის შესახებ რეკომენდაციები უკვე გავრცელდა და ჩვენ ვურჩიეთ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც რისკი მაღალია. ზოგადად შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი",-განაცხადა გაბუნიამ.

უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 56-ია.
Print
ბოლო სიახლეები