ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს
ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა 65 წლის მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული და დაზარალებული მეზობლები არიან.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პოლიციამ 1955 წელს დაბადებული 1 პირი დღეს დააკავა.

ის სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა ბრალდებული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა და ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავა.
Print
ბოლო სიახლეები