"ვოლსკი ხარ თუ ვინ ნაძირალა, დედა გეტირებათ სულ მალე, ამას მე გპირდებით" - მალხაზ მაჩალიკაშვილი
"ჩემი ბრძოლა დღეიდან იწყება, აქამდე თურმე არ მიბრძოლია", - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა "2020NEWS"-ის პრესკლუბში განაცხადა.

მაჩალიკაშვილის თქმი,  ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ აღიარა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტი არ არის. მისი თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ თემირლანს ტერორიზმთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა.

შვილმოკლული მამა ქართულ საზოგადოებას გვერდში დგომას სთხოვს, რათა გაერთიანდნენ და "ქართული ოცნების" დასრულებას ხელი შეუწყონ.

"დამიდეგით გვერდით, მომეცით ძალა და ენერგია, რომ შევეჭიდო ამ სიმახინჯეს, რასაც "ქართული ოცნება" ჰქვია", - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. 

" მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან"- ვოლსკი
Print
ბოლო სიახლეები