უგულავა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა - ციხეში - ევროპარლამენტარი
გიგი უგულავას დაპატიმრებას კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, ესპანელმა ნაჩო სანჩეს ამორი ეხმიანება.

ის ,,ტვიტერის" გვერდზე წერს, რომ უგულავა ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, ამიტომ ის არა ციხეში, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს.

,,ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო პოლიტიკური განვითარებით. ქვეყანას პოლიტიკური რევანშების დიდი გამოცდილება აქვს. დასანანია, რომ წარსული მტკივნეული აწმყო ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, და უგულავა ერთერთი საკვანძო ფიგურაა, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა - ციხეში",- აცხადებს ევროპარლამენტარი.



,,ევროპული საქართველოს" ლიდერს უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ოპოზიციამ ეს ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეაფასა და ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა.

უგულავას დაპატიმრებაზე იმედგაცრუება გამოთქვა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩომ, ხელისუფლება გააკრიტიკა სენატორმა ჯიმ რიშიმ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა და ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა და მაიკლ გალერიმ.
Print
ბოლო სიახლეები