სააკაშვილი ხაზარაძეს მონასტერში წასვლას ურჩევს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძეს დღის ბოლოს კიდევ ერთ სტატუსს უძღვნის.

“ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, ჩემი პირადი ქონება პრაქტიკულად არ გაზრდილა, ჩემივე პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ქონება გაიზარდა მინიმუმ ხუთჯერ და ახლა ეს “კაცი” და სინამდვილეში უმადური ....მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ყველაფერს ართმევს და საკუთარ ჯიბეში მიაქვს. კარგი რა, სამართალიც კარგი საქონელია. მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო “არჩევნებში" ივანიშვილის მხარდაჭერას.“ – წერს სააკაშვილი მის ფეისბუქ გვერდზე. 

სააკაშვილის მხრიდან კრიტიკა დღეს მამუკა ხაზარაძემ პალიტრასთან ინტერვიუს გამო დაიმსახურა.  ინტერვიუში თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ წერილს, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოაქვეყნა დღესაც ხელს მოაწერდა. საუბარია წერილზე, რომლის დაწერასაც მისგან იმ მუქარის წერილში ითხოვდნენ, რომელიც ხაზარაძის თქმით შს მინისტრმა გაუგზავნა და რომელიც საუბარი იყო იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში დაუშვებელია. 


ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როცა ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი – სააკაშვილი ხაზარაძეზე
Print
ბოლო სიახლეები