როცა მექნება თეთრი თმა და კოსა, მაშინ ვისაუბრებ ამ თემაზე – წულუკიანი წასვლას ადასტურებს, მიზეზებზე არ საუბრობს
იუსტიციის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებისთვის კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და პრაქტიკულად დაადასტურა გუშინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა თანამდებობიდან წავიდეს. წულუკიანი კვლავ არ აკონკრეტებს საკითხს, რის გამოც მასსა და სამთავრობო გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ამბობს, რომ თუ მისი პოზიცია მთავრობამ ამ საკითხში არ გაიზიარა, თანამდეობიდან წავა.

წულუკიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით გადადგომას არ აპირებს, თუმცა მისი პოსტზე და გუნდში დარჩენა დამოკიდებულია გადაწყვეტილებაზე, რომელსაც პრემიერი მის ულტიმატუმთან დაკავშირებით მიიღებს.

„იმ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, რომელიც იყო გუშინ ჩემი მხრიდან კომენტარის საგანი არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს, არც იუსტიციასთან სასჯელაღსრულების გაერთიანების საკითხს. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ, გუშინაც საღამოს მქონდა ამ საკითხზე დისკუსია. ვთლი და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მალე დაიხურება და ვგეგმავ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს დელეგაციის წევრის სტატუსით გავუწიო დახმარება ერევანში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს. ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას, ბევრი სასაუბრო აღარაფერი დარჩა,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი  პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას ერევნიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს.

“ბევრი სასაუბრო პრინციპში, არაფერი დარჩა. ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისია. ეს არ არის ის საკითხები, რაც გუშინ გავრცელდა. დისკუსია მაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს არის მინისტრის უფლებამოსილებების და სამინისტროს თემა, რომელზეც როგორც გუშინ ვთქვი, იყო აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსიები მაძლევს იმის იმედის საფუძველს, რომ ჩემი პოზიციები გაზიარებული იქნება.

კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმაზე, რომ წულუკიანი შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან შეიძლება წავიდეს, მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს. მეშვიდე წელი დაიწყო, რაც მე ჩემს კოლეგა დავით სერგეენკოსთან ერთად ვაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას, კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ წულუკიანი შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან შეიძლება წავიდეს, მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს და როდესაცმე გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას, მაგრამ ამ თემაზე მე არ ვისაუბრებდი ეს ამავი გარეთ რომ არ გამოსულიყო, მაგრამ რაკი თქვენამდე მოვიდა და მედია გამოხატავს ინტერესს და , როცა ეს სიმართლეა, მე ვთვლიდი თავს გუშინ ვალდებულად რომ რაკი სიმართლე იყო გულწრფელად მეპასუხა. დანარჩენი სპეკულაციები იყო რეალობისგან შორს და ამიტომ კომენტარები არ ჩამითვლია საჭიროდ.

როდესაც მექნება თეთრი თმა, გავიზრდი თმებს და და გავიკეთებ დიდ კოსას შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვთვლი საჭიროდ თემის დაკონკრეტებას, საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად რომ არ გამოსულიყო გარეთ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ ეს ამბავი. რაკი გარეთ გამოვიდა და რაკი სიმართლეს შეესაბამებოდა თავი ვალდებულად ჩავთვალე დამედასტურებინა ეს ამბავი“– განაცხადა წულუკიანმა.



Print
ბოლო სიახლეები