რას წერდა ხაზარაძე გახარიას. შსს–სთვის გაგზავნილი თიბისის წერილები გასაჯაროვდა
ტელეკომპანია პირველმა ექსკლუზიურად მოიპოვა და გაასაჯაროვა მამუკა ხაზარაძისა და თიბისი ბანკის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილები, რომლებიც გასულ წელს ბანკზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხება.

როგორც წერილებიდან ირკვევა, თიბისი ბანკზე კიბერშეტევის მცდელობას ადგილი 2018 წლის 16 ივლისს ჰქონდა, რის შესახებაც ბანკმა შსს-ს 17 ივლისს აცნობა.პირველი წერილით ბანკი შსს–ს სწორედ ვირუსების შემცველი კორესპოდენციის
მიღების შესახებ ატყობინებს.


მეორე წერილი 15 აგვისტოთია დათარიღებული და თუ პირველ წერილს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი აწერს ხელს, ამჯერად უკვე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ხელისმომწერი. მამუკა ხაზარაძე შს მინისტრს უკვე თავად აწვდის ინფორმაციას რა დაადგინეს კვალიფიციურმა სპეციალისტებმა კიბერშეტევის შესახებ. უსახელებს მისამართს, საიდანაც შეტევა წამოვიდა – რუსთაველის 12–ს , ასევე შპს “გრევითის“ , რომელსაც წერლის მიხედვით “მავნე სერვერის“ IP მისამართი ეკუთვნის. თიბისი ამ წერილში მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას აწვდის შსს–ს და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.

მესამე წერილი 25 სექტემბრით თარიღდება და მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ შეტყობინების გაგზავნიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პროგრესი არ შეინიშნება.

მეოთხე წერილი უკვე 2019 წლის 24 იანვრით თარიღდება და მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის არაფერია ცნობილი.

Print
ბოლო სიახლეები