SOS! რუსები ხურვალეთში შემოვიდნენ–ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები განცხადებას ავრცელებენ
რამდენიმე წუთის წინ მოძრაობა “ძალა ერთობაშია“–ს ლიდერმა, დავით ქაცარავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა სტატუსი:

“SOS!!!!!!
ხურვალეთიდან გვატყობინებენ რომ რუსები შემოვიდნენ სოფელში!!!
ჩვენ მივდივართ ხურვალეთში!!!!
სასწრაფოდ გაავრცელეთ!!!!“

რამდენიმე საათით ადრე კი ამავე მოძრაობის წევრმა, ლაშა ბერულავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა სტატუსი, ფოტო და ვიდეო:

“SOS!:
რამდწნიმე წუთის წინ, ჩვენი საპატრულო ჯგუფის მიერ ატოცში გადაღებული ეს კადრები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ატოცის საოკუპაციო ზოლზე ოკუპანტთა დამატებითი ჯგუფი გადაისროლეს.

განგიმარტავთ, რომ ოკუპანტების ძაღლთან ერთად გამოჩენა, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეზე "სანადიროდ" გამოსვლაძე მიანიშნებს.

ეს ორი ტყის ზოლზე პატრულირებს, ორიც ჯიხურშია.

აქვე ვაქვეყნებთ გუშინწინ ატოცში გამოჩენილი საინჟინრო ბატალიონის კუთვნილი საბჭოთა სატვირთო მანქანის ფოტოს(დაზუმეთ და დააკვირდით ძარას).

P. S. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მედიასაშუალებას შეუძლია უკითხავად გამოიყენოს ეს და ჩვენი სხვა ფოტო-ვიდეომასალები.“ – წერს ლაშა ბერულავა.
Print
ბოლო სიახლეები