სუს-ი არ ადასტურებს რუსი სამხედროების შემოსვლას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსი სამხედროების   სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას არ ადასტურებს.
“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ადგილობრივების ინფორმციით სოფელ ხურვალეთში ქართული მხარის მიერ  კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოიჭრნენ. ადგილზე იმყოფება ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ხურვალეთში ჩასვლას მოუწოდებს. ხურვალეთის საგუშაგოსთან პოლიციას გზა აქვს ჩაკეტილი და სოფლის მიმართულებით არავის უშვებს. ადგილობრივი მოსახლეობა იტყობინება, რომ რუსი ჯარისკაცები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან შესული, მოსახლეობის ეზოებში და ბაღებში. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და მოქალაქეები ხურვალეთის საგუშაგოსთან იმყოფებიან, თუმცა მათ პოლიცია არ ატარებს.





Print
ბოლო სიახლეები