“არ არის საზღვრის გადმოწევის ახალი ნიშნები” - საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოეგი ტვიტერზე აქვეყნებს სტატუსს იმის შესახებ, რომ ხურვალეთში საზღვრის გადმოწევის ნიშნები არ აღმოჩნდა. 

“ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები ამჟამად მონიტორინგს აწარმოებენ დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე. ახალი ბორდერიზაციის ნიშნები არ შეიმჩნევა. ტერიტორიაზე უსაფრთხოების ძალები იმყოფებიან, თუმცა ინციდენტები არ დაფიქსირებულა. კომუნიკაციისთვის გამოყენებულია ყველა  მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი.“ – წერს ჰოეგი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მოსახლეობის ბაღებში შევიდნენ დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ადგილზე გაემგზავრნენ, თუმცა  პოლიციას დაკეტილი აქვს ხურვალეთში შესასვლელი გზა და გადაადგილების საშუალებას არავის აძლევს. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს.სიტუაციაში გასარკვევად ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.  



“ევროკავშირის სადამვკრივებლო მისია ამ დროისთვის აკვირდება დიდი ხურვალეთის მიმდებარე ტერირტორიას. არ არის საზღვრის გადმოწევის ახალი ნიშნები. ძალოვანი სტურქუტრების წარმოამდგენლები აქ არიან, თუმცა, ჩვენ ჯერჯერობით არც ერთი ინციდენტი არ დაგვიფიქსირებია. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, მოქმედებს, რათა უკეთესი კომუნიკაცია უზრუნველყოს,” – წერს ერიკ ჰოეგი საკუთარ თვითერის გვერდზე.




Print
ბოლო სიახლეები