პარლამენტში ვართ, საბავშვო ბაღში კი არა? - კამათი პარლამენტში
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო.

ამ თემაზე სამი კანონპროექტია წარდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ირაკლი კობახიძეს და უმრავლესობის წევრებს ეკუთვნის, ერთი ეკა ბესალიას და მის თანაგუნდელებს და მესამე - „ევროპულ საქართველოს“.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კანონპროექტების განხილვა “ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული პროექტით დაიწყო, რომელიც ოთარ კახიძემ წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა, რა დროსაც დაპირისპირება და შელაპარაკება მოხდა „ევროპული საქართველოს“ წევრ ხათუნა გოგორიშვილსა და „ქართული ოცნების“ წერვრ, გურამ მაჭარაშვილს შორის. გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ დასმულ შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღო. „მეოცედ ამბობთ, პოლიტიკაზე ნუ ვილაპარაკებთო, პარლამენტში ვართ, პარლამენტში, რომ იცოდეთ!“ - განუცხადა გოგორიშვილმა მაჭარაშვილს.
Print
ბოლო სიახლეები