საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები, იდიოტიზმთან გვაქვს საქმე - ბობოხიძე მოსამართლეებზე
„კონსტიტუცია და კანონი მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებების კეთებას უკრძალავს, შიდაპოლიტიკური განცხადებები კი არა, უკვე საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებების შეფასებები დაიწყეს. საერთოდ, იდიოტიზმთან გვაქვს საქმე“, - უვადოდ დანიშნული და დასანიშნი მოსამართლეების მისამართით ეს განცხადება „ევროპული სქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპროცედურო საკითხთა და წესების კომისიაზე გააკეთა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებულ სამ ალტერნატიულ კანონპროექტს განიხილავენ. ოთარ კახიძის შემდეგ, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანოპროექტი წარადგინა, ეკა ბესლიას მოსუმინეს, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად შემუშავებულ კანონონპროქტზე ისაუბრა. ისევე, როგორც ოთარ კახიძის, ბესელიას კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების უმეტესობა. რაც შეეხება მესამე კანონპროექტს, ანუ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პროექტს, რომელსაც ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედგენილ დოკუმენტს უწოდებს, დეპუტატებს ანრი ოხანაშვილი გააცნობს.
Print
ბოლო სიახლეები