სახელისუფლებო ტროლები, თიბისი ბანკის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ

მედიის განვითარების ფონდმა ტროლები გამოავლინა, რომლებიც თიბისი ბანკის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წინაღმდეგ მოქმედებდნენ. კვლევა სახელისუფლებო ტროლების იდენტიფიცირებას და მათ მიერ ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

MDF-ის მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

● გამოვლინდა ფეისბუკის 15 პროფილი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. 15-დან 11 რუსული სოციალური ქსელების - ოდნოკლასნიკებისა  და VKontakte-ს მომხმრებლების იდენტობას იპარავს, 2 - სერიალის პერსონაჟების, 1 - ფეისკბუკმომხმარებლის, ხოლო 1 - თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ჟურნალისტისა დაბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის.

● 15-დან 9 ტროლს ყველაზე ხშირად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ღონისძიებების ამსახველი ფოტოები აქვს მოწონებული და ბევრ მათგანს უშუალოდ სამინისტროს პოსტები გაზიარებული.

● გამოვლენილი საეჭვო პროფილები სოციალურ ქსელებში ხელისუფლების, მმართველი პარტია ქართული ოცნებისა და მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერ
პოსტებს ან კომენტარებს აქვეყნებენ.

● აღნიშნული პროფილები ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკულ პოსტებზე მწვავედ რეაგირებენ და საპირისპიროს დამტკიცებას თავიანთი კომენტარებით ცდილობენ.

● გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ტროლები ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების და სხვა ფეისბუკ მომხმარებლების პოსტების ან ინფორმაციის შინაარსს თავიანთ კომენტარებში ეჭვქვეშ აყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პოსტების ავტორები თავიანთ მოსაზრებებს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ.

● ერთი და იგივე ტროლები კონტრ-კომენტარებს, რომელთა მიზანი ხელისუფლების ქმედებების გამართლება იყო, განსხვავებულ თემატიკაზე წერდნენ, იქნებოდა ეს ტაქსებზე დაწესებული რეგულაციები, 2008 წლის ომი, დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერების მიზანშეწონილობა თუ სხვა საკითხები.

● ტროლების სამიზნე TBC ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედიაა, რომელთა წინააღმდეგ პოსტები კამპანიურად ქვეყნდება და ერთგვაროვანი შინაარსისაა.

● TBC. ყალბი ანგარიშების ხელახალი მობილიზება მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ 4 მარტს პარლამენტში მის გამოსვლასა და იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან მუქარის
შემცველი წერილის მიღების შესახებ ისაუბრა.

ტროლების მობილიზება MDF-ის კვლევის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაც მოხდა.

ტროლების შეტევა მედია საშუალებებსაც შეეხო, მათი თავდასხმის ობიექტები იყვნენ  რუსთავი 2, ტვ პირველი, ონლაინ გამოცემა “ლიბერალი” და სხვა მედიასაშუალებები.

კვლევის მიხედვით, გამოვლენი ყალბი პროფილების ხელისუფლებასთან კავშირებზე შემდეგი ფაქტორები მიანიშნებენ:

● იდენტიფიცირებული ტროლები მმართველი პარტიის ან ცალკეული უწყებების მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ. ეს გზავნილები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მმართველი პარტიის პოზიციებთან მოდის თანხვედრაში და ზოგჯერ კამპანიური სახისაა.

● იდენტიფიცირებული ტროლების უმეტესობა სიმპათიებს გამოხატავს თბილისის მიე კახა კალაძის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და შინაგან საქმეთა მინისტრ
გიორგი გახარიას მიმართ. პოსტების დიდი ნაწილი შსს-ს მიერ კრიმინალთან ეფექტიან გამკლავებას ეხება.

● 15-დან 9 ტროლს ყველაზე ხშირად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ღონისძიებების ამსახველი ფოტოები აქვს მოწონებული და
ბევრ მათგანს უშუალოდ სამინისტროს პოსტები გაზიარებული.

● კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული ტროლები, სოციალურ ქსელში ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკულ პოსტებზე მწვავედ რეაგირებენ და საპირისპიროს დამტკიცებას თავიანთი კომენტარებით ცდილობენ.

● მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი პოსტებისა და კომენტარების გარდა, როგორც TBC ბანკის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ ტროლები კამაპნიურად ერთვებიან და ერთგვაროვანი გზავნილების შემცველ პოსტებს ორგანიზებულად ავრცელებენ.

● ტროლები მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ფეისბუკ ჯგუფებში არიან გაწევრიანებული, ასევე იდენტური ფეისბუკ გვერდების და მედიების ინფორმაციას
ავრცელებენ.


თიბისი ბანკის, კერძოდ მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის ახალი ტალღა 2019 წლის 4 მარტს დაიწყო, როცა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი საქართველოს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

იდენტური შინაარსის პოსტები. 2019 წლის 4 მარტს, მამუკა ხაზარაძის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტროლები იდენტური
შინაარსის პოსტებს რამდენიმე წუთიანი შუალედით აქვეყნებდნენ: ამასთანავე ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანია საპარლამენტო გამოსვლის შემდეგაც ორგანიზებულად გრძელდებოდა:

ერთ-ერთი ტროლის კრიტიკის ობიექტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიაც გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ TBC ბანკს თავისმართლების ვალდებულება არ ჰქონდა. პირად პროფილზე გამოქვეყნებული პოსტების
გარდა, იდენტიფიცირებული ტროლები კომენტარებს სხვადასხვა მედია-საშუალების ფეისბუქ პოსტებზე ტოვებდნენ, ასევე ხშირად აქვეყნებდნენ ან აზიარებდნენ პოსტებს საჯარო ფეისბუქ-ჯგუფებში.

ტროლი არის პიროვნება, რომელიც ონლაინ სივრცეში რეალური იდენტობის მითითების გარეშე მოქმედებს, რათა სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა შორის ჯანსაღ დისკუსიას ხელი შეუშალოს. ტროლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი რეალური იდენტობის დამალვაა. ონლაინ სივრცეში ის ყალბი პროფილის მეშვეობით მოქმედებს, სადაც მის შესახებ არსებული ინფორმაცია ან გაყალბებულია, ან საერთოდ არ არის ასახული.

Print
ბოლო სიახლეები