ბავშვთა ანსამბლი "გორდა" ისრაელში არ შეუშვეს
ისრაელში, ბავშვთა ანსამბლი "გორდა" საზღვარზე არ შეუშვეს. 15 ადამიანი სადეპორტაციო განყოფილებაშია გადაყვანილი, მათ შორის 4 ბავშვი.

ახლობლების ინფორმაციით, ისინი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ანსამბლი გორდა ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად და ერთ-ერთ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. როგორც ცნობილია, მათ მოწვევა და შესაბამისი დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ. უცნობია, რა მიზეზით უთხრეს უარი მესაზღვრეებმა ანსამბლის წევრებს და როდის მოხდება მათი გამომგზავრება საქართველოში.

Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა