ეკა ბესელიამ იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ეკა ბესელიამ  იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად  დატოვა. ბესელიამ  სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ინტერესების გატარებას ემსახურება.

"სამწუხაროდ იურდიული კომიტეტი უკვე არის იუსტიციის საბჭოს ინტერესების გამტარი და ის პირდაპირ ემსახურება იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის ინტერესებსა და სურვილებს. არანაირი მნიშნელობა აღარ აქვს, რომ კომიტეტი ამ ფორმით გამოხატავს უპატივცემულობას საკითხისადმი, რომელიც ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწევევს საზოგადოებაში. კომიტეტზე შეუძლებელია შინაარსობრივი საუბარი. მე პირადად დღეს პროტეტი ამ ფორმით გამოვხატე, რომ დავტოვე სხდომა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მწვავე დისკუსიას ამ საკითხზე
პლენარული სხდომაზე, როცა ეს საკითხი გამოვა. სამწუხაროა, რომ იურდიული კომიტეტი ასე დემონსტარაციულად არღვევს პროცედურებს იმ პირობას, რომ ვიდრე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იქნებოდა, არ მოხდებოდა განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის ფასად ხდება კობახიძის იმ კანონპროექტის გატანა, რომელიც რეალურად არც მისი კაბინეტის დაწერილია, რეალურად ეს დაწერიალია იმ ჯგუფის, ვინც ათკაციანი სია შეადგინა და ლობირებდა", -განაცხადა ბესელიამ.
Print
ბოლო სიახლეები