ქართველი "კანონიერი ქურდი" თურქეთის ციხეში შიმშილობს

ე.წ. კანონიერმა ქურდმა ლავასოღლიმ,იგივე მინდია გორაძემ თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატის ინფორმაციით, მინდია გორაძე უკვე 2 დღეა მშრალად შიმშილობს.  ადვოკატები აცხადებენ, რომ  წინასაექსტრადიციო პატიმრობაში  მყოფი გორაძე უსამართლოდ იდევნება და პატიმრის ოჯახის წევრებსაც პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან.

მინდია გორაძე გასული წლის ოქტომბერში თურქეთში დააკავეს. მინდია გორაძე წინასაექსტრადიციო პატიმრობაში თურქეთის ციხეში იმყოფება,ამ დრომდე არაა გადაწყვეტილი როდის მოხდება "კანონიერი ქურდის" ექსტრადირება. როგორც ცნობილია, ლავასოღლის  საქართველოს უნდა გადმოსცენ.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 12 აპრილს ქართულმა  სასამართლომ მინდია გორაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Print
მსგავსი სიახლე

საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს, რომ დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები შესაძლოა მის განცხადებებს უკავშირდებოდეს, რომელიც საზღვრის დელიმიტაციას შეეხებოდა. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ქვეყანას მისცეს სამუდამო საზღვრები.

„მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ იქნება. ასე რომ როგორც თქვენ, ჩემთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახანს ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები. მაგრამ მთავარი ის არის რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეც ალბათ ახლო მომავალში და საჭიროა არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცულობით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს სამუდამო საზღვრები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
23:03 / 26.05.2019

ბოლო სიახლეები