ტაქსის მძღოლების აქცია 18 აპრილს გაიმართება
ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. ისინი  მასშტაბურ აქციას 18 აპრილს გამართავენ. მათი   მოთხოვნა უცვლელია, ორი წლით გადაიდოს ის რეგულაციები, რომელიც ტაქსის გარკვეული კატეგორიის მძღოლებს მანქანის თეთრ ფერში გადაღებვას ავალდებულებს.

აქციის მონაწილეები რეგიონში დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს მოუწოდებენ, თბილისში, 18 აპრილს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. დღეს, სადგურის მოედანზე შეკრებილ მძღოლებს  „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები შეხვდნენ.

„თუ თბილისში გაუვიდათ ეს მავნე რეგულაციები, შემდგომ რეგიონებში გაავრცელებენ ამ ყოველივეს, რაც გამოიწვევს ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის უმუშევრად დატოვებას, უსახსროდ, უფულოდ, უსასოოდ და ესენი იქნებიან განწირულები. ამიტომ, მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი, გადაიდოს ყოველგვარი რეგულაცია ტაქსებზე და სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნები, მანამდე გაგრძელდება მჯდომარე პერმანენტული აქციები. ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო შეხვედრებს მთელი თბილისის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ ათი ათასობით ადამიანი შემოუერთდება ამ კანონიერ მოთხოვნებს,“- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ

Print
მსგავსი სიახლე

საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს, რომ დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები შესაძლოა მის განცხადებებს უკავშირდებოდეს, რომელიც საზღვრის დელიმიტაციას შეეხებოდა. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ქვეყანას მისცეს სამუდამო საზღვრები.

„მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ იქნება. ასე რომ როგორც თქვენ, ჩემთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახანს ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები. მაგრამ მთავარი ის არის რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეც ალბათ ახლო მომავალში და საჭიროა არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცულობით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს სამუდამო საზღვრები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
23:03 / 26.05.2019

ბოლო სიახლეები